|
2018-03-28 13:34:13, 1512 ნახვა
პოლიტიკა
კაპანაძე 5 მიზეზს ასახელებს, რომლის გამოც ქართული მხარე ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს არ უნდა დაეთანხმოს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი "ევროპული საქართველოდან" სერგი კაპანაძე, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდს ეხმაურება. პოლიტიკოსი იმ მიზეზებზე საუბრობს, თუ რატომ არ უნდა დაეთანხმოს ქართული მხარე ჟენევაში ძალის არგამოყენების დოკუმენტს. კაპანაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული დოკუმენტი რუსეთზე წნეხს ხსნის. "1. ეს დოკუმენტი ხსნის წნეხს რუსეთზე, რომ მან აიღოს ჩვენს მიმართ ძალის არ-გამოყენების ვალდებულება. სამწუხაროდ, ამ ნაწილში სრულად დავმარცხდებით. 2. ეს დოკუმენტი გააძლიერებს რუსეთის პოზიციას, რომელიც ამ დოკუმენტის მიღებისთანავე იტყვის, რომ ეს არის промежуточное заявление და რომ აწი უნდა დავიწყოთ იურიდიულ დოკუმენტზე მუშაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ანუ, ისევ ჩვენზე გაიზრდება წნეხი. 3. დაიკარგება ჩენი მრავალწლიანი მოთხოვნა, რომ ძალის არ-გამოყენების ნაწილი იყოს "უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები", რაც ჩვენთვის ნიშნავს საერთაშორისო ძალების შესვლას ოკუპ. ტერიტორიებზე. ეს ტერმინი საერთოდ აღარ გამოიყენება ტექსტში. ამიტომ, სერიოზული უკანსვლაა. 4. კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება მთლიანად ჟენევის არქიტექტურა. ვინ არიან მხარეები? ვინ იღებს ვალდებულებას? ეს კითხვები ყოველთვის ისმოდა, მაგრამ ამ განცხადებით აბსოლუტურად ერთ სიბრტყეში აღმოვჩნდებით ჩვენ, სოხუმი და ცხინვალი. 5. და ბოლოს, ამ საერთაშორისო კონტექსტში, როდესაც რუსეთი ომს აგრძელებს უკრაინაში, ნერვულ გაზს იყენებს დიდ ბრიტანეთში, გვიკლავს ტატუნაშვილს, როცა მის დიპლომატებს პანტა-პუნტით ყრიან დასავლეთის ქვეყნებიდან, რატომ უნდა გინდოდეს და მოსკოვს მიანიჭო "კონსტრუქციულის" წოდება ჟენევაში, სრულიად გაუგებარია... იმედია, ამ რაუნდს გადავაგორებთ ისე, რომ ამ შეცდომას ქართული დიპლომატია არ დაუშვებს. საგარეოში ნამდვილად არიან ადამიანები, რომელთაც ესმით, რომ ეს ნაბიჯი გამოუსწორებელი შეცდომა იქნება“,- წერს სერგი კაპანაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა დასძინა, რომ აღნიშნულ თემაზე კითხვებით საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი, მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე არ მიუღია.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)