|
2018-03-28 13:19:14, 1404 ნახვა
კომენტარი
აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო მინისტრი ტატუნაშვილზე: ვერ ვიტყვი აწამეს თუ მოკლეს - ამას ოსური მხარე გასცემს პასუხს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ, ე.წ. სამხრეთ ოსეთში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტს, „ინციდენტი“ უწოდა. როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის დროს ტატუნაშვილის საკითხსაც განიხილავენ. მანვე დასძინა, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლობა თავის ხედვას წარმოადგენს. "ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოდით, ვისაუბროთ, როგორც ინციდენტზე. განვიხილავთ ამ საკითხსაც. ცხადია, რომ საქართველო ამ საკითხს დააყენებს და ოსური მხარეც გასცემს პასუხს. ვერ გავაკეთებ კომენტარს - აწამეს თუ მოკლეს. ოსური მხარე წარმოადგენს თავის ხედვას და დასკვნასაც გამოვიტანთ“, - განაცხადა დაურ კოვემ. დე-ფაქტო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაზე ყველა მხარემ უნდა იმუშაოს. მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიებში მხარეებად მხოლოდ საქართველო და რუსეთი არ უნდა იყვნენ წარმოდგენილი. „მთავარი საკითხი ზეპირი განცხადების მიღებაა ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ასე, რომ შევხედავთ, მხარეები რამდენად მზად იქნებიან ტექსტის განსახილველად. იქ ორი მხარე - საქართველო და რუსეთი არ არის. ეს არასწორი მიდგომაა. განცხადების მონაწილე მხარეები არიან საქართველოც, რუსეთიც, აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც. თუ ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე, ჯერ საჭიროა, ზეპირად მივიღოთ განცხადება ყველა მხარემ“,- აღნიშნა კოვემ. ცნობისთვის, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი მეორე დღეა გრძელდება.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)