|
2018-03-28 12:08:51, 1390 ნახვა
საზოგადოება
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში უახლოეს მომავალში, კონკურსი 80 ვაკანსიაზე გამოცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესასრულებლად, ადამიანური რესურსია საჭირო. კახა კალაძე შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებს კონკურსში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. „ყველას, ვისაც სურვილი აქვს, რომ ქალაქის განვითარებასა და მოწესრიგებაში ჩაერთოს, პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღეთ კონკურსებში მონაწილეობა, რომელიც გამოცხადდება. ერთად ვიზრუნოთ ქალაქის განვითარებასა და ერთად მოვაგვაროთ ის პრობლემები, რომლებიც დღეს ქალაქისთვის აქტუალურია“, - განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, იმისთვის, რომ ქალაქი მოწესრიგებული იყოს, საჭიროა, ზედამხედველობის გამკაცრება, მათ შორის, გარე ვაჭრობის, სამშენებლო უსაფრთხოებისა და მშენებლობის ნორმების დაცვის მიმართულებით. სწორედ ამ მიზნით, თბილისის მერიაში ზედამხედველობის სამსახურის მთლიანი რეფორმაა დაგეგმილი. იგეგმება ასევე, სამსახურის მატერიალური ბაზისა და ავტოპარკის განახლება. „ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რაც საჭიროა, რომ მაქსიმალურად მოქნილად, კომფორტულად იმუშაოს ამ სამსახურმა. აღნიშნული სამსახური უნდა იყოს უფრო ეფექტური, უნდა შეიქმნას რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები, ასევე, დაიხვეწოს მოქალაქეებთან და იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის მეთოდები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)