10:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-28 11:20:27, 1241 ნახვა

საზოგადოება
სამტრედიაში კადეტების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. სამეგრელოს რეგიონის შემდეგ, ლიცეუმის ხელმძღვანელები და კადეტები იმერეთში, ქალაქ სამტრედიის N 11 სკოლას ესტუმრნენ.

მათ სკოლის მოსწავლეებს ლიცეუმის ისტორიის, ამოცანის, მიღების პირობების, ასევე, სასწავლო პროცესისა და დღის განრიგის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. სასწავლო დარგში ლიცეუმის დირექტორის მოადგილემ, მაია გაბუნიამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სამომავლო გეგმებისა და სიახლეების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამტრედიის N 11 სკოლის მოსწავლეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში არსებული სწავლისა და ცხოვრების პირობებით დაინტერესდნენ და ზოგიერთმა მათგანმა მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლის ლიცეუმში გაგრძელების სურვილიც გამოთქვა. 
ლიცეუმში მისაღები გამოცდების ზუსტი თარიღი სასწავლო წლის დასრულებისას გახდება ცნობილი.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ლიცეუმის წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოსა და ცაგერის რაიონში უკვე იმყოფებოდნენ. იმერეთის შემდეგ საინფორმაციო სახის შეხვედრებს აჭარის, ქართლისა და კახეთის რეგიონების საჯარო სკოლებში გეგმავენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
უკრაინამ აღიარა, რომ მისმა დრონებმა ლატვიაში ნავთობის საწყობი დაბომბეს
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics