03:17 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 16:45:37, 1350 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი კემეროვოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათობით ადამიანის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში" საკუთარ გვერდზე გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახებსა და რუს ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში მომხდარი მასშტაბური ხანძრისას ათეულობით ადამიანის დაღუპვის გამო, მათ შორის საუბედუროდ, ბავშვები არიან. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს, რუს ხალხს", - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში", საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ კემეროვში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 64 ადამიანი დაიღუპა, მაღ შორის 41 ბავშვია.  44 ადამიანი ხანძრის დროს დაშავდა და 10 მათგანი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. კემეროვოში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. გლოვის ნიშნად სახელმწიფო და რეგიონის დროშები დაეშვა.

კემეროვოს სავაჭრო ცენტრის მფლობელი ხანძრის დროს დაღუპული ადამიანების ოჯახებს სამი მილიონი, ხოლო ადგილობრივი ხელისუფლება ერთი მილიონი რუბლით დაეხმარება.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხანძრის გაჩენის საქმეზე 5 ადამიანი დააკავა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics