06:45 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-27 15:47:07, 1532 ნახვა

კომენტარი
კალაძე ოპოზიციაზე: მოვისმინეთ სადღეგრძელოები - მათ ავუხსენი რომ ქორწილში არ ვართ

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის გენერალური გეგმის პროექტის განხილვისას მომხდარ სიტყვიერ დაპურისპირებას აფასებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის წევრებს პოპულისტური განცხადებების გაკეთება სურდათ.

"დაპირისპირების მიზეზი როგორც სჩვევიათ ხოლმე, კონკრეტული პოლიტიკოსების მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იყო იმისა, რომ შემოეტანათ არეულობა. არ აცადეს პროფესიონალებს, ვისაც შესაბამისი გამოვდილება და კვალიფიკაცია აქვთ. მოვისმინეთ ლამაზი სადღეგრძელოები, ლექსები და მე მათ ავუხსენი, რომ ქორწილში არ ვიმყოფებოდით. აქ მიმდინარეობდა ქალაქისთვის მიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ისინი გამოდიან თავიანთი ვიწრო, პარტიული ინტერესებიდან. არც ერთი პოლიტიკოსი და პილიტიკური პარტია არ იყო ჩართული იმის ნიუხედავად, რომ სულ ვამბობდი - ჩვენ ვქმნით სპეციალურ ჯგუფს და თქვენც ჩაერთეთ ამ მუშაობაში, თუმა მსგავსი არაფერი მომხდარა",-განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გენერალური გეგმის პროექტის განხილვის დროს სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს თავიდან მერი კახა კალაძე და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ელენე ხოშტარია დაუპურისპირდნენ. ამის შემდეგ დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე "ახალი საქართველოს" წევრი გიორგი ვაშაძეც გახდა, რომელიც "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატს, ვატო შაქარიშვილს დაუპირისპირდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics