|
2018-03-27 11:01:18, 1446 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ადამიანები, რომლებმაც ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გამთლიანების მტრები არიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, ქართულ-ოსური შერიგებისა და საქართველოს გამთლიანების მტრები არიან. პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს შექმნილ ვითარებაში ამაზე საუაბრი, შერიგების პოლიტიკას გააგრძელებს: „ორიოდე დღის წინ მიწას მივაბარეთ ქართველი ვაჟკაცის ნეშტი- არჩილ ტატუნაშვილის , რომელიც სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით იქნა დაჯილოდებული, ვინაიდან მტრებმა ვერ გატეხეს, ვერ შელახეს მისი ღირსება და მართლაც ვფიქრობ, რაც დრო გავა, მით უფრო მეტად გააცნობიერებს ყველა ადამიანი, თუ რამხელა გმირი გახლავთ არჩილ ტატუნაშვილი. მაგრამ მნიშვნელოვანია ითქვას,რომ ადამიანებმა, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, მიზნად დაისახეს, და ეს ადამიანები გახლავთ ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გამთლიანების მტრები. ამიტომ, ქართული სახელმწიფო, პირველ იგში უნდა ითქვას, რომ გააგრძელებს ( რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა, და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ) თანმიმდევრულად შერიგების პოლიტიკას",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს სთხოვა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა მოკლე პერიოდში წარმოადგინოს: “ მე ვთხოვ ქეთევან ციხელაშვილს , დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების , პაკეტის განხილვა, რომელიც თქვენ გაქვთ მომზადებული და მოვუწოდებ პარლამენტს, რომ დავჯდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ვახორციელებდით ამ უმძიმეს ინციდენტამდე და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. და რა თქმა უნდა, სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები იქნან დასჯილი”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)