06:47 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 20:36:55, 1549 ნახვა

კომენტარი
ქეთევან ციხელაშვილი: ბავშვი ნორმალურადაა, რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში წყნეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვვეისას დაშავებული მოზარდი მოინახულა. როგორც ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბავშვი თავს  ნორმალურად გრძნობს და მას რაიმე სერიოზული დაზიანება არ აღენიშნება:

„საბედნიეროდ ბავშვი არის ნორმალურად, მე ვესაუბრე მკურნალ ექიმსაც, მშობლებსაც, ბავშვსაც, ის გადაადგილდება თავისი ფეხით, ჩაუტარდა ყველა საჭირო გამოკვლევა, არ აღენიშნება რაიმე სერიოზული დაზიანება, ტრავმა. მაინც ჩვენი სურვილიც და ექიმის რეკომენდაციაც არის ის, რომ ჩაუტარდეს ყველა სიღრმისეული გამოკვლევა, რათა აბსოლუტურად  ყველანაირი დაზიანება  გამოირიცხოს“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის კუთვნილი ავტომობილი წყნეთის გზატკეცილზე 12 წლის მოზარდს დაეჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ავტომანქანა საჯარიმო სადგომზეა გადაყვანილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics