2015-05-20 11:48:33, 418 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი სესიაშვილი: ნატო–ს ასამბლეაზე უკრაინას მხარი დავუჭირეთ
„ნატო–ს რიგით მე–60 ასამლბეაზე უკრაინას, იქ მიმდინარე რეფორმებს მხარი დავუჭირეთ“, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ასამბლეაზე რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია ყველამ ერთად დაგმო.
„ამ ასამბლეაზე მხარი დავუჭირეთ უკრაინას, უკრაინაში მიმდინარე რეფორმებს და რა თქმა უნდა ყველამ ერთად დავგმეთ უკრაინაში არსებული ძალიან მძიმე ვითარება, ყირიმის ანექსია. აღმოსავლეთ უკრიანის ტერიტორიების ოკუპაცია. ყველა ანგარიშში, სადაც უკრაინის პრობლემებია მოხესენიებული, რა თქმა უნდა აქვე მინიშნებულია, რომ ეს პროცესი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით დაიწყო“, – აღნიშნა სესიაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან