22:27 - 14 Jul, 2026
|
2018-03-26 16:39:37, 1932 ნახვა
მსოფლიო
კიევში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ „ბაღდათსკი“ დააკავეს
კიევში სამართალდამცველებმა ე.წ. კანონიერი ქურდი რამაზ წიქორიძე, იგივე რამაზ „ბაღდათსკი“ დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 45 წლის რამაზ „ბაღდათსკი“ კრიმინალური პოლიციის ოპერმუშაკებმა კიევის ოლქის ტერიტორიაზე დააკავეს. "ბაღდასტკი" კიევში 2011 წელს ჩავიდა. 7 წლის განმავლობაში სამართალდამცველებს ის არა ერთხელ დაუკავებიათ. ამასთან, ის რამდენჯერმე უკრაინის ტერიტორიიდან გააჯევეს. გაჯევების შემდეგ, ე.წ. კანონიერი ქურდი უკრაინაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ დაკავებულს მოქალაქეობა არ აქვს, ის უცხოელთა დროებითი მოთავსების ცენტრში განათავსეს. მას უკრაინიდან დეპორტაცია ელოდება.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)