19:10 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-26 16:37:15, 1626 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ისრაელთან ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდაზე შევთანხმდით

ისრაელის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრ ელი კოენს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა  ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და ორმხრივი კავშირების განვითარების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მხარეები საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე შეთანხმდნენ.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. ჩვენ შევთანხმდით მრავალი მიმართულებით ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდაზე.  შევთანხმდით, რომ ხუთი წლის განმავლობაში სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ დოლარს მიაღწიოს" - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ამასთან, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა თავისი კოლეგა ელი კოენი საქართველოში მოიპატიჟა.

ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრი საქართველოს სავარაუდოდ, 10 მაისს ეწვევა, როდესაც საქართველო-ისრაელის ერთობლივი საწარმო გაიხსნება.

„მოხარული ვიქნები, თუ ჩემი კოლეგა 10 მაისს გვესტუმრება, როდესაც გავხსნით ერთობლივ საწარმოს. ასევე გაიმართება ბიზნესფორუმი, რომ მაქსიმალურად შევძლოთ კერძო სექტორის დაახლოება და იმ ინტერესის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ჩვენი ორი ქვეყნის კერძო სექტორს გააჩნია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მნიშვნელობას და იმ გამოცდილების გაზიარებას, რაც ისრაელს ამ მიმართულებით გააჩნია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics