01:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 13:30:39, 1666 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები სტუმრობენ. აზერბაიჯანში რეიტინგული ვებ-პლატფორმებისა და ტელეკომპანიის წარმომადგენლები აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიებსა და ტელერეპორტაჟებს ამზადებენ. მათ უკვე მოინახულეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, გინიოს ციხე და მთიანი აჭარა, სადაც ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ კერძებს გაეცნენ. პრესტურის მონაწილეები რეგიონს დღეს დატოვებენ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დაიწყო სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიასაშუალებების წარმომადგენლების მოწვევა. გასული წლის მსგავსად, აჭარის შესახებ სტატიები, ტელე-რეპორტაჟები და გადაცემები 16 სამიზნე ქვეყნის მედიასივრცეში წელსაც მომზადდება. 2017 წელს, პრესტურით რეგიონს 200-ზე მეტი ჟურნალისტი და ბლოგერი სტუმრობდა. წელს, არსებული მონაცემების გაუმჯობესება იგეგმება.

რაოდენობის მიხედვით  აზერბაიჯანელი ტურისტები რეგიონში მყოფი მოგზაურების ტოპ ხუთეულში შედიან. ვიზიტორთა რაოდენობა მეზობელი ქვეყნიდან აჭარაში ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს, რეგიონს ყველა ადმინისტრაციული საზღვრიდან 175 289 აზერბაიჯანელი ვიზიტორი სტუმრობდა, რაც 43%-ით აღემატება 2016 წლის მონაცემებს.

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics