|
2018-03-24 16:50:21, 1619 ნახვა
საზოგადოება
საქართველო დღეს „დედამიწის საათს“ აღნიშნავს
„დაუკავშირდი დედამიწას“ - მსოფლიო მეთერთმეტედ, საქართველო მეათედ „დედამიწის საათს“ აღნიშნავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ადგილობრივი დროით, საღამოს 20:30 საათიდან 21:30 საათამდე, კამპანია მთელ დედამიწას მოიცავს. ეს მსოფლიოში უდიდესი გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით, ველოტური და გარბენი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა ველომრბოლელებმა მიიღეს. გარბენში გომოვლენილ 6 გამარჯვებულს (3 ქალი, 3 მამაკაცი) სამინისტროსა და აქციის ორგანიზატორებისგან სპეციალური პრიზები გადაეცათ ხოლო, პირველ ადგილზე გასულებს თინათინ პაპუაშვილსა და გიორგი შეკრელიძეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა „რონიუს პუნქტუას“ მაჯის საათები და წითელი ნუსხით დაცული სახეობების ნერგები გადასცა. ღონისძიება ქალაქ თბილისის მერიის, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) და კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიების მთავარი მიზანია კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. ამ დღეს მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები "დედამიწის საათის" დადგომისას კიდევ ერთხელ ჩაბნელდებიან და მისი მხარდამჭერები მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლიმატის ცვლილების შესაცვლელ მხარდამჭერ აქციას შეუერთდებიან. 20:30 საათიდან, ერთი საათის განმავლობაში შუქები ჩაქვრება - საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში; გაეროს სახლში, საქართველოს პარლამენტის შენობაში, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, მშვიდობის ხიდზე, აღმაშენებლის გამზირზე - თამარ მეფის გამზირიდან პასტერის ქუჩამდე, კარგარეთელისა და ბაქოს ქუჩებს შორის, მარჯანიშვილის მოედნიდან ზაარ ბრიუკენის მოედნამდე. მარჯანიშვილის მოედანზე, მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების ბაღში, ახალ აღმაშენებელზე. ასევე გამოირთვება საჯარო რეესტრის შენობის, მეჩეთის, ნარიყალას, საპატრიარქოს შენობის, მეტეხის ხიდის, ზემო და ქვემო ბეთლემის, ფერიცვალების ეკლესიის, ტელეანძის, ქართლის დედის და თავისუფლების მოედანზე მდებარე წმინდა გიორგის მონუმენტის მინათება. შუქები ჩაქვრება ბალნეოლოგიური კურორტის, წითელი ჯვრის შენობაში, დედაენის ბაღში და სხვა კერძო ორგანიზაციებში. აქციის ფარგელბში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდება. კამპანია "ერთი საათის ფარგლებს" უკვე გასცდა და მიზნად ცხოვრების წესად დამკვიდრებას ისახავს.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)