22:27 - 14 Jul, 2026
|
2018-03-24 12:47:22, 2406 ნახვა
მსოფლიო
ფრანგი ოფიცერი, რომელმაც საკუთარი თავი მძევლებზე გაცვალა, დაიღუპა
ფრანგი ოფიცერი არნო ბელტრამი, რომელმაც გუშინ საკუთარი თავი მძევლებზე გაცვალა, დაიღუპა, - ამის შესახებ BBC იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 45 წლის ოფიცერს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა გმირი უწოდა. მედიის ცნობით, სწორედ პოლიციელის თავდადების შედეგად მოხერხდა მძევლების მაღაზიის შენობიდან გაყვანა და მრავალსაათიანი სპეცოპერაციის დასრულება. ცნობისთვის, საფრანგეთის ქალაქ ტრებესში, სუპერმარკეტ Super U-ზე თავდასხმამ ბოლო მონაცემებით სამი ადამიანი იმსხვერპლა. 25 წლის თავდამსხმელი სამართალდამცველებმა ადგილზევე მოკლეს. შეგახსენებთ, რომ ტერორისტმა მძევლები მაღაზიში გუშინ აიყვანა. ფაქტს პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა ტერაქტი უწოდა. მოგვიანებით, "ისლამურმა სახელმწიფომ" მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)