|
2018-03-24 12:24:47, 2290 ნახვა
პოლიტიკა
შვეიცარია - საქართველოს პრემიერმა გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე, საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხზე სიტყვით გამოსვლისას, შვეიცარიის მუდმივმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება და იგი "მოჯადოებული წრიდან" გამოსვლის კონსტრუქციულ მიდგომად შეაფასა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარ გამოსვლაში შვეიცარიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა შვეიცარიის შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის, და აღნიშნა რომ შვეიცარია დაინტერესებულია უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებით. "ჩვენ მხარს ვუჭერთ ადამიანის უფლებათა პატივისცემას და თანამშრომლობას კონფლიქტის მხარეთა შორის. შვეიცარია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს ადამიანის უფლებათა დაცვისკენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ამ თვალსაზრისით შვეიცარია მიესალმება 2018 წლის 9 მარტს საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებას, სადაც მან გამოხატა კონსტრუქციულ პროცესებში ჩართვის მზაობა მოვლენათა ნეგატიური მოჯადოებული წრიდან გამოსვლის მიზნით", - განაცხადა მან. მისი განცხადებით, შვეიცარია იზიარებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეშფოთებას და მხარს უჭერს აღნიშნულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და სხვა მექანიზმების შეუზღუდავ წვდომას. შვეიცარიამ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გააძლიერონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. 2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)