|
2018-03-24 11:43:44, 1530 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი - გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს უარს ეუბნებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სესიაზე, სადაც რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან" განიხილებოდა, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა. ადამიანის უფლებათა საბჭოზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება და ადგილზე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის, ასევე მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვება მოითხოვა. „უაღრესად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს სისტემატიურად უარს ეუბნებიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებაზე. ამ შეშფოთებამ კონკრეტული ასახვა უმაღლესი კომისრის 2017 წლის სექტემბრის ანგარიშში (A/HRC/36/65) ჰპოვა. რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ განგაშის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები ჯერ კიდევ არ აძლევენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ ტერიტორიებზე წვდომის უფლებას. ისეთი დარღვევები, როგორიცაა თვითნებური დაკავებები, წამება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ყველა ჩვენგანის შეშფოთების მიზეზს უნდა წარმოადგენდეს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა. მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმატიულობის ხარისხის გაზრდაა. მისივე განცხადებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული შემაშფოთებელი ინფორმაცია დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. გაერთიანებული სამეფო მიესალმა ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან. 2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან" - მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)