05:09 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 21:07:17, 1694 ნახვა

კომენტარი
სუბარი : საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება,- ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

სუბარის თქმით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება, რაზეც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან მხარდაჭერა აქვს. 

"კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, ისევე, როგორც ოკუპაციის ნებისმიერი მსხვერპლი. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება, როდესაც ოკუპანტი გახდება იძულებული, რომ კავკასიის ქედს იქით გადავიდეს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, უბრალოდ ამისთვის საჭიროა ბევრი ვიშრომოთ, რათა გვქონდეს ძალიან მტკიცე პოზიცია, ძლიერი საქართველო ავაშენოთ. ჩვენი მთავარი მომხრე, ამ შემთხვევაში, არის ჩვენი დემოკრატიული მხარდაჭრა და ჩვენი მოკავშირეები დასავლეთში", - განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics