03:31 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 20:56:30, 1818 ნახვა

კომენტარი
შოთაძე: ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად

ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება- ამის შესახებ, საქართველოს მტავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ  ჟურნალისტებს სოფელ წილკანში განუცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

მისი თქმით, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს შესაბამისად, ის პირები რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. თუ ეს პიროვნებები იქნებიან უცხოეთში. არსებობს შესაბამისი პროცედურები რათა მოხდეს მისი დაკავება და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. მას შემდეგ რაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დასრულდება ექსპერტიზა, მიღებული იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება საერთაშორისო ექპერტიზის საჭიროების შესახებ“,- განაცხადა შოთაძემ.  

მანვე აღნიშნა, რომ ოთხოზორიას მკვლელი წითელი წირკულარით იძებნება. 

„კონკრეტული პიროვნება რომელმაც მოკლა ოთხოზორია, დადგენილია. ეს პიროვნება მსჯავრდებულია დღესდღეობით და იგი წითელი ცირკულარით იძებნება ინტერპოლის არხებით. შესაბამისად, ის როგორც კი მოხვდება ნებისმიერ ქვეყანაში. ეს ქვეყანა ვალდებულია მოახდინოს მისი დაკავება“,-აღნიშნა პროკურორმა. 

 შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილს ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics