01:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 11:49:33, 2545 ნახვა

საზოგადოება
ქუმსიშვილი - დასკვნის თანახმად, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომაა

პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გუდაურში, „საძელეს“ საბაგიროზე ძაბვის ვარდნა დაფიქსირდა, რამაც საბაგიროს გათიშვა გამოიწვია.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასკვნის თანახმად, მომხდარის მიზეზი ოპერატორის შეცდომა გახდა.

„საბაგიროს გაჩერების შემდეგ, ოპერატორს უნდა ემოქმედა კონკრეტული თანმიმდევრობით და ქმედებათა ერთობლიობის შემდეგ უნდა მოეხდინა აღნიშნული საბაგიროს გადაყვანა დიზელგენერატორზე და შემდგომში იქ არსებული ტურისტების მიყვანა იმ წერტილამდე საიდანაც ისინი ჩამოვიდოდნენ და დაცვლიდნენ საბაგიროს. სამწუხაროდ, დღეს არსებული დასკვნის მიხედვით, ოპერატორმა დაუშვა შეცდომა. ქმედებათა ერთობლიობა, რომელიც მან განახორციელა, არ იყო თანხვედრაში იმ ქმედებებთან, რომელიც არის გაწერილი ინსტრუქციაში. დასკვნის თანახმად, უსაფრთხოების წესები იყო სრულად დაცული, თუმცა ეს იყო ადამიანური შეცდომის ფაქტორი“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, „ბიურო ვერიტასის“ დასკვნა, გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელიც მოკვლევას აგრძელებს.

„შესაბამისად, კანონმდებლობის მიხედვით, შსს დააყენებს იმ პასუხისმგებლობებს, რომელიც უნდა დადგეს. ჩვენი მხრივ ოპერატორი ჩამოშორებულია ამ საქმიანობას“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, 16 მარტს, გუდაურში „საძელეს“ საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად, 11 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics