00:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-23 11:19:37, 1360 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროექტის „რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოში“  პრეზენტაციას დაესწრო.

ევროკავშირისა და შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაწყებული პროექტი მიზნად ისახავს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მართვის თანამედროვე ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას.

დავითაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ.

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევძლებთ რადიოაქტიური ნარჩენების  სწორ და მდგრად მართვას. მოგეხსენებათ, მთავრობამ 2017 წელს დაამტკიცა რადიოაქტიური ნარჩენების მართვის სტრატეგია, რაც  აღნიშნული თემის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტს წარმოადგენს. ჩვენ ვაცნობიერებთ საკითხის კომპლექსურობას, არსებულ გამოწვევებს და ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ჩართულობით და დონორების მხარდაჭერით რადიოაქტიური ნარჩენების მართვის საკითხში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწევთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ეს პროექტი დროულია.

„რადიოაქტიური ნარჩენების მართვა საქართველოსთვის ძალიან დროული პროექტია. ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მოხარული ვარ, რომ აღნიშნული მიმართულებითაც გვიწევს თანამშრომლობა“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

შვედეთის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრის წარმომადგენლის, ლარს ვან დასენის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში არსებული რადიოაქტიური ნარჩენების ერთად თავმოყრა და მათი უსაფრთხოების კონტროლი. 

„ვფიქრობ, რომ საქართველო რადიოაქტიური ნარჩენების მართვის კუთხით გამორჩეულად აქტიურია და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს“, - აღნიშნა ლარს ვან დასენმა.

პროექტის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტსაც 1 200 000 ევრო შედგენს დაგეგმილია სიტუაციური ანალიზი, რადიაციული ნარჩენების საცავის მშენებლობის პროექტირება და მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოში რადიოაქტიური ნარჩენების მდგრად მართვას.

შეხვედრაზე ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა, ვასილ გედევანიშვილმა სააგენტოს საქმიანობის და პროექტის შინაარსის შესახებ ვრცლად ისაუბრა.  
შეხვედრას ევროკომისიის, საქართველოში შვედეთის საელჩოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics