05:06 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 18:30:45, 1936 ნახვა

კომენტარი
გიგა ოთხოზორიას დედა: ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია

ტატუნაშვილების ოჯახის ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, - ამის შესახებ ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ, ჯულიეტა ჭანტურიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი შვილიც მტრის ტყვიას შეეწირა.

"მათი ტკივილი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია.  ზუსტად 1 წლისა და 10 თვის წინ ჩემი შვილი ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ 6 ტყვიით ჩამიცხრილეს. ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დღის შემდეგ ძლივს მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მისთის საკადრისი პატივი მიეგოთ", - განაცხადა ჯულიეტა ჭანტურიამ.

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრები წილკანში ჩავიდნენ, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics