01:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 16:52:45, 1480 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში მოსწავლეები წყლის ანალიზის პროცესს გაეცნენ

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესათან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიაში  სკოლის მოსწავლეებისათვის ღია კარის დღე გაიმართა.

სურსათის კვლევის დეპარტამენტში მოსწავლეები წყლის ანალიზის პროცესს გაეცნენ და თავადაც ჩაერთნენ  კვლევის ჩატარებაში. მიკრობიოლოგიისა და ზოგადი ქიმიის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მოსწავლეებს წყლის სისუფთავესა და ხარისხსზე  საინტერესო ცნობები მიაწოდეს. ლაბორატორიის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები და მოსწავლეებისათვის განკუთვნილი შემეცნებითი ბროშურები გადაეცათ.

წყლის საერთაშორისო დღე 1993 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. თარიღი საქართველოში რამდენიმე წელია აქტიურად აღინიშნება. მასში, როგორც სახელმწიფო, ასევე სხვადასხვა კერძო სექტორის წარმომადგენლები არიან ჩართული. გაეროს წყლის ორგანიზაციის ინფორმაციით, 1990-დან წყალზე წვდომა გაუმჯობესდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით 2.4 მილიარდ ადამიანს კვლავ აქვს სანიტარული გამოწვევები. 663 მილიონ ადამიანს არ მიეწოდება სუფთა წყალი და მას გაუფილტრავად, მდინარეებიდან ან ჭებიდან იღებენ, რაც, დაავადებების გავრცელების მიზეზი ხდება. მსოფლიოში ბავშვების სიკვდილიანობის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი დაბინძურებული წყლით გამოწვეული დაავადებებია. 5-დან 1 ბავშვი სწორედ ამ მიზეზით იღუპება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორია, როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სტრუქტურა სხვადასხვა აქტივობებით უერთდება ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ღონისძიებებს.   

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics