17:44 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:59:03, 1655 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და 180 მილიონ ლარზე მეტის დაბანდება მოხდა

„ევროკავშირის ბიზნესისთვის ეს არის პროგრამა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია მას მერე, რაც ჩვენ ასოცირების შეთანხმებასა და ღრმადა ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადიგანვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სასტუმრო „რედისონში" მცირე და საშუალო ბიზნესის და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისშესახებ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

პირველი ვიცე-პრემიერის განმარტებით, EU4Business-ის ფარგლებში საკრედიტო ხაზით უკვე ისარგებლა 100-მდე კომპანიამ და მოხდა 180 მილიონლარზე მეტის დაბანდება.

„დღეისთვის 7 ათას ახალ სამუშაო ადგილს ვითვლით, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეიქმნა.  შესაბამისად, ახალი შესაძლებლობები, რომელსაც ევროკავშირი გვაძლევს და რომლის ფარგლებშიც გამოიყოფა 1,1 მილიარდი ევრო საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის ჩვენს ქვეყანაში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ პროგრამის მიმდინარეობისას ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნებსა და პროექტებზე, ასევე საკრედიტო დასაინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომელსაც ქვეყნები შექმნიან.

„ამიტომ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ქვეყანა, როგორც ყოველთვის იქნება, ლიდერი. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენი კომერციული ბანკების დაინვესტორების მეშვეობით მაქსიმალურად ასათვისებელ პროექტებს და შესაბამისად, მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ", - დასძინა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics