01:57 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-22 11:54:51, 1313 ნახვა

საზოგადოება
ტოივო კლაარი: დავაკვირდებით, იმას თუ როგორ განვითარდება ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება

ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარი ოკუპირებულ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას გამოეხმაურა.

როგორც კლაარმა აღნიშნა, ის საქმის გამოძიებას დააკავირდება.

"დამამშვიდა ინფორმაციამ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საბოლოოდ ოჯახს დაუბრუნდა. მადლობა ყველას ვინც ამ პროცესში იყო ჩართული. ჩვენ დავაკვირდებით, იმას თუ როგორ განვითარდება ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიება", - წერს ტოივო კლაარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადმოეცა.  ერგნეთში იმყოფება ყველა იმ უწყების წარმომადგენელი, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული, მათ შორის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწოორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი. 

შეგახსენებთ, არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს, 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა მისი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების თაობაზე. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უამრავი მოწოდებისა და საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ოჯახს ცხედარი ამ დრომდე არ გადასცემია. ასევე მასთან ერთად დააკავეს საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, რომლებსაც 11 მარტამდე არ მიეცათ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics