|
2015-05-19 17:51:53, 1058 ნახვა
სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსის ბრიუსელში იმყოფება
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გენერალური შტაბის უფროსების დონეზე გამართულ ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. საქართველომ, როგორც პარტნიორმა ქვეყანამ, პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავსი ტიპის 28+6 ფორმატის შეხვედრაში. სხდომა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნა. გენერალმა პატრიკ დე რუზიემ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში შეტანილი წვლილისთვის. როგორც სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მას საშუალება ჰქონდა ქართული ქვედანაყოფები პირადად მოენახულებინა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. გენერალმა იმედი გამოთქვა, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში ევროკავშირის მისიებში ქართული კონტინგენტის მონაწილეობასა და უახლოეს მომავლში დაგეგმილ კონტრიბუციაზე ისაუბრა. პარტნიორობის სესიაზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებზე, მიღწეულ პროგრესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა ევროკავშირის მისიების უკეთ ორგანიზებას, როგორიცაა ძალთა დაგეგმვა, უზრუნველყოფა და მხარდაჭერა. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრება და ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)