03:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:59:29, 1376 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: 4 წლის განმავლობაში ვერაფერი მოიფიქრეს იმის გარდა, რომ მარგველაშვილი „ნაცია“

„დაიგეგმა „შავი პიარის“ კამპანია ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად თითქოს რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა „პოლიტმეტრში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს კამპანია ჩავარდა, რადგან არავითარი არგუმენტი არ არსებობდა, რომლითაც მას ვინმე „რაიმე საკითხს წამომაძახებდა“.

„ჩვენ ვიხილეთ როგორ წავიდა დინამიკა. წლის პირველი ეტაპი გამოიხატა იმაში, რომ დაიგეგმა „შავი პიარის“ კამპანია ცოტა კომიკური სათაურით, კომიკური პერსონაჟებით და კომიკური გაფორმებით, რომელსაც თეორიულად თითქოს რაღაც ზიანი უნდა მოეყენებინა ჩემთვის. დაიგეგმა პოლიტტექნოლოგიის სრული უუნარობის ჩვენებით და როგორც აიწია ეს ტალღა, ისევე დაენარცხა, იმიტომ რომ რეალურად არავითარი არგუმენტი არ იყო, რომლითაც მე ვინმე რაიმე საკითხს მაინც წამომაძახებდა, წამომიწევდა. კომიკური იყო ეს გალაშქრება ჩემ წინააღმდეგ, რომელიც რომელიღაც პირატექნოლოგმა ესე დაალაგა. ეს იყო უსუსურობის ჩვენება, რომ შენ ერთის მხრივ კონკრეტულად ჩემთან მიმართებაში სათქმელი არაფერი გაქ, ვერაფერს ვერ წამომიწევ იმ კლინიკური პიარის გარდა, რომელიც 4 წლის განმავლობაში იყო, რომ მარგველაშვილი „ნაცია“. ამის გარდა ვერაფერი მოიფიქრეს. მეორე რაც ამას მიება იყო შეწყალება, რომ თურმე მე ვარ ჩემპიონი მკვლელების, მოძალადეების და ნარკოდილერების გამოშვებაში. ფაქტობრივად, დამტკიცდა, რომ ეს არის ძალიან ბინძური, სუსტი, უუნარო და კომიკური პიარსახეებით გაფორმებული კამპანია. ეს ჩავარდა“, -განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics