03:48 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 21:20:23, 1393 ნახვა

კომენტარი
ლევან იზორია: პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

„დღეს უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, - ასე აფასებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის მიღებას.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გამოხატულება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპულ პოლიტიკას და მათ დეოკუპაციას, უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და მათი უფლებების ურყევ დაცვას და, რასაკვირველია, კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების აუცილებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ლევან იზორიას განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics