|
2018-03-21 17:40:11, 1309 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს ხვალ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ეწვევა
თბილისს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დელეგაციასთან ერთად ეწვევა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკო და გიორგი მარგველაშვილი განიხილავენ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხებს, საერთაშორისო ორგანიზაციებში მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარების მიმართულებებს, მსოფლიოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. პრეზიდენტები იმსჯელებენ ასევე: სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე, ერთობლივი საწარმოების ჩამოყალიბების, მეცნიერების, განათლებისა და მედიცინის, სატრანსპორტო, ლოგისტიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ბელარუსის დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან, მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას კი, მედიას განცხადებების სახით წარუდგენენ. ვიზიტის ფარგლებში შედგება ერთობლივ დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რომელიც საქართველოს და ბელარუსის რამდენიმე უწყებას შორის გაფორმდება, მათ შორის ხელი მოეწერება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ საპარლამენტო ბიბლიოთეკასა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის; შეთანხმებას - ქალაქ რუსთავსა და ქალაქ ჟოდინოს შორის, რეგიონთაშორისი თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას - იმერეთის რეგიონსა და გომელის ოლქს შორის; მემორანდუმს - საქართველოს "საპარტნიორო ფონდსა" და "ბელარუსის რესპუბლიკის განვითარების ბანკს" შორის; საბანკო ზედამხედველობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; მემორანდუმს - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ ბანკს შორის; უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროგრამას საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის; „საგზაო რუკას" ჯანდაცვისა და სამედიცინო მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის რეალიზაციის თაობაზე შეთანხმებას - საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს შორის; განზრახულობათა ოქმს თანამშრომლობის თაობაზე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის; შეთანხმებას მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის; ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, შეხვედრებს გამართავს პრემიერმინისტრთან და საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან ილია მეორესთან. ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტის პერიოდში, თბილისში მინსკის დღეები და საქართველო -ბელარუსის ბიზნესფორუმი გაიმართება.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)