|
2018-03-21 16:59:22, 1558 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღო
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობან“ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა, მმართველმა გუნდმა მათი სამი შენიშვნიდან, ორი არ გაითვალისწინა. რაც შეეხება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“, გოცირიძემ მას „მკვდრად შობილი“ უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ დასკვნითი სიტყვა იმის თაობაზე, რომ ყველა შენიშვნა იქნა გათვალისწინებული და ამ რეზოლუციას ერთსულოვნად ეყრება პარლამენტში კენჭი. სამწუხაროდ, ამ განცხადებით, შეიძლება ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში შევიყვანოთ. ჩვენს მიერ დასახელებული იყო სამი შენიშვნა. ამ სამი შენიშვნიდან ორი არ იქნა გათვალისწინებული. პირველი ის, რომ სია ფაქტობრივად არის მკვდრად შობილი და რეალურად მასში შეიძლება მხოლოდ იმ ადამიანების შეყვანა, რომელიც არის მსჯავრდებული, ანუ ციხეში ზის. ამ ადამიანს რაში ჭირდება ვიზები და ბრალდებული, რომელთა მიმართ არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ჩვენ ძალიან ვზღუდავთ სიაში მოხვედრის კატეგორიას. ფაქტობრივად, ეს სია იქნება უმოქმედო და მას არავითარი ეფექტი არ ექნება. მეორე შენიშვნა მდგომარეობდა იმაში, რომ დაეწყო საქართველოს მთავრობას მუშაობა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების თაობაზე ხელშეკრულების დარღვევის გამო, ისევე როგორც მინსკი ორის დარღვევის გამო უკრაინის ამბებთან დაკავშირებით დაწესდა სანქციები. ამის შესახებაც არავის არავითარი საუბარი არ ჰქონია. ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებდით იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი შენიშვნები იქნებოდა გათვალისწინებული. გამომდინარე აქედან და გამომდინარე რეზოლუციის სულისკვეთებიდან, ჩვენ არ გვინდა რომ მივცეთ წინააღმდეგ ხმა, მაგრამ არც იმის თქმა შეგვიძლია, რომ ამ რეზოლუციას დავუჭერთ მხარს. ამიტომ ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ვიკავებთ თავს და არ ვიღებთ მონაწილეობას კენჭისყრაში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. პარლამენტში დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს კენჭი უყარეს. დოკუმენტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)