2018-03-21 16:25:14, 1369 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მარნეულში ნოვრუზ ბაირამის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა.
„ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულით ველოდები ნოვრუზის დღესასწაულს. ეს არის საყოველთაო სიხარულის, მოწყალების გაცემის, ხალხის ერთიანობისა და ადამიანების ურთიერთსიყვარულის დღე. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ დღესასწაულს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
(NS)
ავტორი: ,