23:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 14:27:26, 1580 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე მირზა ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. 

კახა კალაძემ მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ თბილისში განსხვავებული ეროვნებისა და მრწამსის მოქალაქეთა თანაცხოვრებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ეს ტრადიცია ნებისმიერი განვითარებული ქვეყნისთვის საუკეთესო მაგალითი შეიძლება იყოს.

„მინდა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მივულოცო ჩვენ მუსლიმ ძმებს, ჩვენ  თანაქალაქელებს. თბილისი სხვადასხვა ეროვნების, რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების მართლაც საუკეთესო მაგალითია. ჩვენ ჭირშიც, ლხინშიც, საუკუნეებია ერთად მოვდივართ. კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო დღევანდელი დღესასწაული - ახალი წლის, გაზაფხულის შემობრძანება ჩვენს მუსლიმ ძმებს და მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ღონისძიებაზე დედაქალაქის მერს საჩუქრად ქართულად ნათარგმნი „ნიზამი გაჯინი“ და აზერბაიჯანულად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ გადასცეს.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად 2010 წელს გამოცხადდა. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში მწვანე ჯეჯილი უნდა იყოს. ასევე, იღებება კვერცხები და ცხვება ტკბილეული.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics