14:56 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:50:20, 413 ნახვა

პოლიტიკა
გიგლა აგულაშვილი: თუ წახალისების ჯანსაღი მეთოდები არ იქნება, შეიძლება კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ

"თუ წახალისების ჯანსაღი მეთოდები არ იქნება გამოყენებული, შეიძლება სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ"-ამის შესახებ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. 
კერძოდ, ეს განცხადება მან ზაქარია ქუცნაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, მაღალჩინოსნებს პრემიის აღება უნდა აეკრძალოთ.
"ეს არ არის ახალი ინიციატივა და ორიგინალური თავისი შინაარსით. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, ამ თემაზე იყო სხვა ინიციატივებიც. მე მხარს ვუჭერ იმას, რომ კიარ ჰქონდეს გამონაკლისები, ან აკრძალვები, ჰქონდეს ერთიანი სისტემა, რომელიც იქნება ღია, გამჭვირვალე და პროგნოზირებადი ნებისმიერი ადამიანისათვის, როგორც სახელმწიფო სექტროში დასაქმებულისათვის, ასევე არასახელმწიფო სეტორში და ზოგადად ჩვენი მოქალარებისათვის. სხვა შემთხვევაში, შეიძლება სახელმწიფო სამსახურში კონკურენტუნარიანი კადრები ვერ მოვიზიდოთ, თუ წახალისების ჯანსაღი მეთოდები არ იქნება გამოყენებული",-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics