23:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:24:54, 1378 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო.

დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას.

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატები რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს.

დღის წესრიგის თანახმად, დაგეგმილია საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" მესამე მოსმენით განხილვა.

პარლამენტი, მიმდინარე კვირაში, პირველი მოსმენით განიხილავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომელიც გენდერული კვოტირების საკითხს შეეხება.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, პარტიული სიის შედგენის წესს (როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულო არჩევნებისთვის) განსაზღვრავენ პარტიები და საარჩევნო ბლოკები იმგვარად, რომ პარტიული სიით წარდგენილი ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. თუ პარტიული სიის ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენისას პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი არ იქნება განსხვავებული სქესის, პოლიტიკურ პარტიას უბრუნდება პარტიული სია ხარვეზის აღმოსაფხვრელად, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია ვერ გაივლის რეგისტრაციას. გარდა ამისა კანონპროექტით რეგულირდება წარმომადგენლობითი ორგანოს გამოკლებული, პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული, წევრის უფლებამონაცვლეობის საკითხი სქესთა ბალანსის დაცვის კუთხით.

მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში ორმოცზე მეტი განსახილველი საკითხია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics