03:10 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-21 13:17:19, 1761 ნახვა

სამართალი
სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს

სამართალდამცველებმა მელორ ვაჩნაძე დააკავეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მას ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა ედება.

„მისი დაკავება მოხდა ადმინისტრაციული წესით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანის ხულიგნობით მუხლებით (166-ე, 173-ე)“, - განაცხადეს უწყებაში.

იგი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

გავრცელებული ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე გუშინ საღამოს არაფხიზელ მდგომარეობაში ღუდუშაურის კლინიკაში მივიდა და ერთ-ერთ პაციენტთან შესვლას ითხოვდა. ვინაიდან მნახველების შესვლის დრო ამოწურული იყო, მას კლინიკის დაცვამ შენობაში შესვლის უფლება არ მისცა. აღნიშნულის გამო ვაჩნაძემ დაცვის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც იგი დააკავეს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics