14:55 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-19 14:15:54, 439 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ჯავახიშვილი: მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დღეს ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია არ არის.

როგორც ჯავახიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, კორუფცია ყველა ქვეყანაში ყოველთვისაა, თუმცა ხელისუფლების მოვალეობაა, ის მინიმუმამდე დაიყვანოს.

"რასაკვირველია ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია არ არის. მე ვიცოდე ვთქვათ, რომ ჩემს სფეროში არის კორუფცია, თვალებში შემოგხედავთ და გავაგრძელებთ ურთიერთობას? იმ კორფუციას  უნდა ვებრძოლო. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ კორუფცია არის მოუსპობელი დაავადება ყველა  ქვეყანაში,  ყოველთვის არის და იქნება კორუფცია იმიტომ, რომ ეშმაკი არ კვდება. ჩვენი მოვალეობაა, ხელისუფლებისა, ის დაიყვანოს მინიმუმამდე.  მხოლოდ დემაგოგს შეუძლია თქვას, რომ კორუფცია აღარ არსებობს დამარცხებულია. არის საზოგადოებაში ცოდვები, რომელიც არასოდეს არ მოიხსნება, ოღონდ საზოგადოებისა და ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა, ის რაღაცა დონეზე, მისაღებ დონემდე დაიყვანოს",-განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საია-მ 2024 წლის აქციების დროს მომხდარ წამების შემთხვევებზე სტრასბურგს საჩივარი წარუდგინა
რეჟმის წარმომადგენელი პაპუაშვილი 26 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებს ემუქრება
ლაშა ფარულავა - ქვეყანაში დემოკრატიული წესწყობილების გაუქმება მიმდინარეობს
პაპუაშვილი ტრამპ თაუერზე: წაახალისებს ინვესტიციებს, ბაზარზე შემოიტანს ახალ სტანდარტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics