06:29 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-20 12:57:47, 3065 ნახვა

სამართალი
უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა

პორტალ Numbeo-ს 2018 წლის კვლევის თანახმად, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა.

კერძოდ, გასულ წელს, უსაფრთხოების კუთხით საქართველო მსოფლიოს 115 ქვეყანას შორის მე-7 (79,17) ადგილზე იყო, ხოლო წელს მე-5 (79.65) ადგილზე გადაინაცვლა. რაც შეეხება დანაშაულის ინდექსს, საქართველოში კრიმინალის დონე კვლავ დაბალია (20.35).

უსაფრთხოების რეიტინგში ლიდერობს იაპონია, სადაც დანაშაულის ინდექსმა 13.10 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების ინდექსმა 86.90. ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ კატარი, სინგაპური და გაერთიანებული საემიროები.

ყველაზე უარესი მაჩვენებლები გააჩნიათ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ვენესუელა, პაპუა ახალი გვინეა, ჰონდურასი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ტრინიდადი და ტაბაგო.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, აზერბაიჯანი მე–23 ადგილზეა, სომხეთი — მე–17, თურქეთი — 52–ე, ხოლო რუსეთმა 65–ე ადგილი დაიკავა.

ქალაქების უსაფრთხოების რეიტინგში თბილისი მე-16 ადგილზეა ( 80.19). დედაქალაქს დანაშაულის ინდექსში 19.81 ქულა აქვს, რაც კრიმინალის ძალიან დაბალი დონის მაჩვენებლია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics