2015-05-19 13:41:16, 1053 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის მიზეზი დაასახელა
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ დღეს დილით ბაქოში, აზადლიგის პროსპექტზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ძლიერი ხანძრის მიზეზები დაასახელა.
გენერალური პროკურორის ზაკირ გარალოვის განცხადებით, წინასწარი ვარაუდით, შემთხვევის მიზეზი უხარისხო მასალები გახდა, რომელიც მშენებლობისას იქნა გამოყენებული. მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სპეციალური საგამოძიებო ჯგუფია შექმნილი.
აზადლიგის პროსპექტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებული კი 15 ადამიანია, მათ შორის მეხანძრეებიც.
ხანძარი საცხოვრებელ სახლში დღეს დილით გაჩნდა, რის შედეგადაც შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან