|
2018-03-19 20:23:02, 1868 ნახვა
სამართალი
საია: „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეთა ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია „რუსთავი2“-თან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. საია მიიჩნევს, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს: „დღეს, რუსთავი 2”-ს შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. მნიშვნელოვანია, რომ თავად ,,რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ დროულად განიხილა შესული საჩივარი. საია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით. მიგვაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს: იძულება - ,,ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა...” აქციის მონაწილეები აიძულებდნენ ჟურნალისტს შეესრულებინა კონკრეტული ქმედება - მოეხადა ბოდიში გასული სიუჟეტის გამო, რაც წარმოადგენდა მის უფლებას. თავისუფლების უკანონო აღკვეთა - გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ,,რუსთავი 2”-ს წამყვანსა და იურისტს ნახევარი საათის განმავლობაში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა. ძალადობა - აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. ნივთის დაზიანება- ,,სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. აქციის მონაწილეთა მხრიდან ავტომობილზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებიც. ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხომ არ ისახავდა მიზნად მათთვის ინფორმაციის გავცელებაში ხელის შეშლას“,-ნათქვამია განცხადებაში. საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)