02:31 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 18:44:02, 1500 ნახვა

კომენტარი
„ე.წ. ქართული მარში სინამდვილეში რუსული მარშია“ - ოთარ კახიძე „რ2“-თან მიმდინარე აქციაზე

"ევროპული საქართველოს" წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან მიმდინარე აქციას ეხმაურება, რომელსაც "ქართული მარში" მართავს.

როგორც კახიძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, "ქართულ მარში" მმართველი გუნდის წახალისებით მოქმედებს. 

"ე.წ. ქართული მარში არის სინამდვილეში რუსული მარში, რომელიც წაახალისა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. სადღობელაშვილი - სუსის აქტივისტი, ბრეგაძე - მინისტრის მოადგილე, კორკოტა - პრემიერის ხშირი სტუმარი, ამ ყველაფერს დამატებული ე.წ. პატრიოტთა ალიანსი, კვიციანებით და ხელისუფლების სხვა რუსეთუმე ამფსონებით. ეს ორკები უკვე წლებია, რაც დათარეშობენ დაუსჯელად, გაუპატიურებით ემუქრებიან გოგონებს, იქცევიან ამაზრზენად, დღეს უკვე ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. ვუცხადებ სრულ სოლიდარობას გიორგი გაბუნიას და რუსთავი ორს. მახინჯი იდეოლოგიის პრორუსი ნაძირლების დასადგენი არ არის გამოხატვის თავისუფლების ფარგლები ამ ქვეყანაში. ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოძალადე ზონდერ ჯგუფების მხარდაჭერა, თორემ ბუმერანგივით შეუტრიალდება უკან. მოვუწოდებ პოლიციას, იმოქმედოს კანონის შესაბამისად. ეს მარაზმი, ახლა რაც ხდება, უკვე ყოველგვარ ფარგლებს გაცდა", - წერს ოთარ კახიძე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics