22:54 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 17:06:07, 1799 ნახვა

კომენტარი
გენადი არველაძე: ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო კურორტებზე არსებულ ყველა საბაგიროს დამატებით ამოწმებს

„დღეს დილიდან ექსპერტები სწავლობდნენ დოკუმენტაციას, ახლა ავდივართ  საბაგიროსთან, რომ ადგილზე  გაგრძელდეს დამატებითი კვლევა“, - ამის შესახებ გენადი არველაძემ გუდაურში ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტებთან და კვლევის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებთან ერთად გუდაურში იმყოფება, სადაც 16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად მოკვლევა მიმდინარეობს.

 „როდის გვექნება საბოლოო შედეგი, ამის კონკრეტულ დროს ჯერ ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს ძალიან დეტალური ექსპერტიზა და გამოძიების პროცესი - მათ შორის დოკუმენტაციის შესწავლა, ადგილის დათვალიერება, ტექნიკური შემოწმებები და ასე შემდეგ“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

 მისივე ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტები  დამატებით ამოწმებენ მთის კურორტებზე არსებულ სხვა მოქმედ საბაგიროებსაც.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics