02:20 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:20:01, 1435 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება, ერთი დიდი უსამართლობის ცალკეული გამოხატულებაა

"ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის ერთი დიდი უსამართლობის ცალკეული გამოხატულება",-ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საარჩევნო უბნების გახსნის ფაქტს.

"ჩვენთვის მიუღებელია ის უსამართლობა, რასაც ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან.ჩვენი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მხრიდან არის სათანადოდ ასახული საპარლამენტო რეზოლუციაში, რომელიც უახლოეს დღეებში დამტკიცდება",-განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. აღნიშნული არჩევნები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ანექსირებულ ყირიმშიც ჩატარდა. წინასწარი მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტს პოსტს ისევ ვლადიმერ პუტინი დაიკავებს. მან აღნიშნულ არჩევნებში რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ამომრჩეველთა 76.66% მიიღო.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics