00:24 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 12:27:55, 1541 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე რეზოლუციაზე: ეს იქნება ქართული სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე

„რეზოლუციის ტექსტი პრაქტიკულად შეჯერებულია, თუმცა მიმდინარეობს კონსულტაციები საბოლოო ფორმულირებაზე“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი ტატუნაშვილის მკვლელობაზე.

„ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი სრულფასოვნად არის ასახული დოკუმენტის სათაურიდან დაწყებული, ტექსტით გაგრძელებული. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ტექსტის საბოლოო კორექტირებებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს იქნება ერთიანი დოკუმენტი, ქართული პარლამენტის და სახელმწიფოს ერთიანი პასუხი იმ უმძიმეს დანაშაულზე, რომელიც იყო არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც არა მხოლოდ მისცემს პოლიტიკურ შეფასებას, რომ რუსეთს, როგორც ოკუპანტს ეკისრება სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა, არამედ რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებს იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს და ყველა ვინც დამნაშავეა ქართველების გატაცებაში, წამებაში და მკვლელობაში ყველას მიმართ გამოყენებული იყოს მაქსიმალური ზომები მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე შემუშავებულ რეზოლუცია პარლამენტის საგარეო კომიტეტმა დღეს ერთხმად მიიღო. რეზოლუციას პარლამენტი კენჭს კვირის ბოლოს უყრის. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics