01:29 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 12:11:26, 1969 ნახვა

მსოფლიო
გერმანიის ახალი შს მინისტრი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს

გერმანიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი არალეგალების დეპორტაციის დაჩქარებას ითხოვს.

ამის შესახებ ზეეჰოფერმა ტელეკომპანია ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიაში არსებობს რეალური პრობლემა იმ უცხოელების დეპორტაციის ვადებთან დაკავშირებით, რომლებსაც ქვეყანაში თავშესაფარზე უარი უთხრეს.

„რატომ ხდება ასე? რომელი კანონები და პროცედურებია აუცილებლად შესაცვლელი?“, - იკითხა ზეეჰოფერმა და დასძინა, რომ მისი ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, ამ ვადის შემცირება იქნება. 

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, იმ ქვეყნებთან, საიდანაც გერმანიაში მიგრანტების დიდი ნაკადი ჩადის, სპეციალური ხელშეკრულებები უნდა გაფორმდეს. მისივე თქმით, საჭიროა სამედიცინო მოწმობებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ბრძოლა და მიგრანტების იდენტიფიცირების პრობლემის მოგვარება.

ცნობისთვის, ასევე აღნიშნა, რომ ისლამს გერმანიის ნაწილად არ მიიჩნევს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
25 აპრილს, ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics