20:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 08:13:10, 1503 ნახვა

საზოგადოება
კახა ბექაური: სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარში მისი შესაძლო ინტერესების შესახებ ოპონენტების მიერ წაყენებულ ბრალდებებ უპასუხა.

კომისიის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზრის ტენდენციებიც შეაფასა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მსოფლიოში ტენდენცია იცვლება, კერძოდ, ტრადიციული მედიიდან სარეკლამო შემოსავლები ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.


„მომხმარებლის ქცევა იცვლება, მედია იცვლება ნელ-ნელა მულტიმედიური პლაფთორმით, ინტერნეტი, სმარტპონები, ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედია კომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ და განავითარონ ეს მიმართულება, კი ცდილობენ რომ შექმნან ინტერნეტ პლათფორმები, მაგრამ უჭირთ, მთელ მსოფლიოში ასეთია ტრენდი,  რომ სატელევიზიო ბაზარი აღრა იზრდება, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტ სარეკლამო ბაზარი, ამიტომ მედიამ საშუალებებმა უნდა მაოხერხონ აეწყონ და მეტი შემოსავალი მიიღონ",-აღნიშნა ბექაურმა.


მისი განცხადებით, კომისიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება ემსახურებოდა იმას, რომ სარეკლამო ბაზარი გაზრდილიყო. კახა ბექაურის თქმით, კომუნიკაციების კომისიის საქმიანობასთან  დაკავშირებით, ოპონენტებისგან კვალიფიციური კრიტიკა მას არ მოუსმენია: "მხოლოდ და მხოლოდ შეურაცხყოფა იყო, რაზეც ცხადია, რომ მე არ ვუპასუხებ, თუ იქნება კვალიფიციური კრიტიკა ცხადია, მზად ვარ ამისთვის", - განაცხადა კახა ბექაურმა.


რაც შეეხება მომავალი წლის სარეკლამო ბაზრის ტენდენციებს, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს ბაზარი ნაკლებად გაიზრდება რადგან   მომხმარებლების მხრიდან მედიაკონტენტის მოხმარება იცვლება და შესაბამისად სარეკლამო ბაზარიც ინტერნეტ პლათფორმებზე მიდის.


"კლასიკური მედიაპლატფორმებისგან განსხვავებით, რომელიც არის ტელევიზია, რადიო და ბეჭდური მედია, ბოლო პერიოდში ძალიან ვითარდება მულტიმედიური კონტენტი. სმარტფონებისა და გაჯეტებით ძალიან აქტიური გახდა მომხმარებლების მხრიდან, როგორც ვიდეო, ასევე ტექსტური კონტენტის მოხმარება. ამიტომ მინდა ვთხოვო და მოვუწოდო მედიაკომპანიებს, აუცილებლად გადაეწყონ ამ სიახლეზე. იმიტომ, რომ ბაზარზე არ არის ამ მხრივ კარგი სიტუაცია. რასაც ვუყურებ, ისინი ვერ ერგებიან ახალ გამოწვევებს - კი, ცდილობენ ინტერნეტის კონტენტის შექმნასაც, მაგრამ უჭირთ. ეს ტრენდი მთელ მსოფლიოშია ასე - კლასიკური სატელევიზიო ბაზარი აღარ გაიზრდება, ან გაიზრდება ძალიან მცირედით, მაგრამ ძალიან მზარდი იქნება ინტერნეტის სარეკლამო ბაზარი. შესაბამისად, მედიაკომპანიებმა უნდა მოახერხონ მულტიმედიური კონტენტის განვითარება, რათა ამ შეცვლილი ქცევის შესაბამისად, დააკმაყოფილონ მაყურებელის მოთხოვნა", - განაცხადა „იმედის კვირის" ეთერში კახა ბექაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics