20:59 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-18 13:08:04, 1610 ნახვა

საზოგადოება
ეკონომიკის სამინისტრო: „ბიურო ვერიტასს" საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი აქვს

„ბიურო ვერიტასის" ექსპერტები გუდაურში,16 მარტს საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.

კომპანიის წარმომადგენლები გუდაურში საორგანიზაციო შეხვედრას მართავენ. შეხვედრას ესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიგანვითრების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ასევე საქართველოს პროკურატურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მივლენ და ადგილზე გაეცნობიან ვითარებას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „ბიურო ვერიტასი" 1828 წელს შეიქმნა და დღეისთვის მსოფლიო ლიდერია ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტესტირება, ინსპექტირება და სერტიფიცირება.


"კომპანიას აქვს სპეციალური ქვედანაყოფი საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის, ასევე გუდაურში მომხდარი მსგავსი შემთხვევების ექსპერტული გამოძიების.


„ბიურო ვერიტასის" ექსპერტული მომსახურება უზრუნველყოფს კომპანიების ხარისხთან შესაბამისობას, უსაფრთხოების დაცვას, გარემოს დაცვასა და სოციალურ პასუხისმგებლობას.
„ბიურო ვერიტასს" მსოფლიოს 140 ქვეყანაში 1 400 ოფისი და ლაბორატორია აქვს. კომპანიაში 69 000 თანამშრომელია დასაქმებული. კომპანიის დამკვეთთა რაოდენობა კი 400 000-ს აღწევს.


„ბიურო ვერიტასი" მსოფლიოში აღიარებულია, როგორც სანდო ტექნიკური ექსპერტიზის კომპანია. ასევე მაღალი სანდოობით სარგებლობს კომპანიის მიერ გაცემული აკრედიტაცია",-ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics