17:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 10:23:07, 2215 ნახვა

საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა

ბოლო ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულებიდან 7 ადამიანი თბილისში გადმოიყვანეს. შედარებით მძიმე იყო უკრაინის მოქალაქის მდგომარეობა, რომელიც გუადურიდან ღუდუშაურის კლინიკაში ვერტმფრენით გადმოიყვანეს. დაშავებულს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, იგი თბილისში რეანომობილით იქნა გადმოყვანილი. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. „პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. გართულებას ადგილი არ ჰქონია. ჩაუტარდა პირველადი შეფასება და სხვადასხვა კვლევები. ესაჭიროება დაკვირვება“, - აღნიშნა ექიმმა.

დანარჩენ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის, შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობას ღუდუშაურის კლინიკაში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, გუშინ, საძელეს საბაგიროს ხაზი საპირისპირო მიმართულებით დატრიალდა და რამდენიმე ადამიანი გონდოლიდან ჩამოვარდა. ინციდენტის შემდეგ ადგილზე პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩავიდა. როგორც მან განაცხადა, საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის მიზეზების დასადგენად ქვეყანაში საერთაშორისო ექპერტები ჩამოვლენ. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ქუმსიშვილის თქმით, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვინც მომხდარ შემთხვევაში დამნაშავედ გამოვლინდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 275-ე მუხლით დაიწყორაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics