17:28 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-17 10:03:05, 1523 ნახვა

საზოგადოება
ავლაბარში ისტორიული მოაჯირის აღდგენა იგეგმება

ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ავლაბრის ისტორიულ ნაწილში, ტურისტულად აქტიურ ზონაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, ბარათაშვილის აღმართთან მდებარე გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე, ძველი ისტორიული მოაჯირი ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას საჭიროებს. ასევე, დაზიანებულია ბარათაშვილის აღმართიდან ამავალი კიბე, რომლითაც ტურისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები სარგებლობენ.

„უძველესი მოაჯირი, რომელიც ტურისტულ მარშრუტზ ეგადის, სავალალო მდგომარეობაშია და გამვლელებისთვის ფაქტობრივად, საფრთხეს წარმოადგენს. უახლოეს პერიოდში, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ტენდერს გამოაცხადებს, რის შემდეგაც, მოაჯირის რეაბილიტაცია განხორციელდება. ქალაქის ისტორიული ნაწილის შენარჩუნება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამიტომ, მსგავსი ღირებული პროექტების განხორციელებას ხელს შევუწყობთ", - განაცხადა ისნის რაიონის გამგებელმა.

ავლაბარში, კახა ლაბუჩიძე ძველ თბილისურ ეზოებში მცხოვრებ ოჯახებსაც შეხვდა და სხვადასხვა აქტუალური საკითხები განიხილა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics