|
2018-03-16 16:31:04, 1264 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ფრანგ კოლეგებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ, 15-16 მარტს, საფრანგეთის იუსტიციის სამინისტროსა და ბორდოს მართლმსაჯულების ეროვნულ სკოლაში გამართულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი სასამართლო ხელისუფლების ორგანიზების, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და მოსამართლეთა განათლების, ტრენირებისა და პროფესიული განვითარების სფეროში ფრანგული გამოცდილების გაზიარებაა. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ახალ ეტაპზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის განხორციელებაა, რომლის მთავარი იდეა ის არის, რომ საქართველოში მოსამართლეთა ახალი კადრების მომზადება უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური სამოსამართლო საგანმანათლებლო პროგრამის საფუძველზე განხორციელდეს. ამ მიზნის მისაღწევად ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბორდოს მართლმსაჯულების სკოლაში დამკვიდრებული პრინციპების, წესებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ადგილზე გაცნობას. ფრანგული გამოცდილების გაზიარებას, ასევე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი ამბიციური პროექტისთვისაც, რომლის მიზანს საქართველოში კომერციული პალატების შექმნა წარმოადგენს. შეხვედრების დროს განიხილეს სხვა საკითხებიც, როგორიცაა: დაგროვილი საქმეებისგან სასამართლოების განტვირთვა, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო ადმინისტრირების გამარტივება, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ კანონის რეფორმირება, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული რეგულაციების განახლება, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სამოსამართლო გაცვლითი პროგრამების შემუშავება და სხვ. ვიზიტი ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice) ფარგლებში მომზადდა. აღნიშნული პროექტის, ისევე, როგორც მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტების, პრიორიტეტს წარმოადგენს სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის მხარდაჭერა, სასამართლო სტრატეგიების კონსოლიდაცია, მოსამართლეთა შესაძლებლობების გაძლიერება და მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის სხვა თანამშრომელთა საწყისი და განგრძობადი იურიდიული განათლებისათვის გრძელვადიანი გეგმების შემუშავება. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის გარდა, ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეები, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში და თავად პროექტ „EU4Justice“-ს წარმომადგენლები.
(NS)
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
კანარის კუნძულებზე MV Hondius-ის მგზავრების ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც ჰანტავირუსი დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)