|
2018-03-16 16:19:59, 1667 ნახვა
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატები“ განცხადებას ავრცელებს
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ განცხადებაშია აღნიშნული. ფრაქციაში მიიჩნევენ, რომ პრემიერის განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის გზაზე ქვეყნის პოზიციებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ე.წ. „პროდასვალური" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელისუფლებას ულტიმატუმით მიმართავენ. მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება საუკეთესოდ ასახავს ჩვენს პოზიციებს კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით. ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს განცხადება არავითარ შემთხვევაში არ ასუსტებს საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და დეოკუპაციის გზაზე ჩვენს პოზიციებს. ჩვენთვის მოულოდნელობას არ წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაახლოებული მარგინალური, მცირე პოლიტიკური გაერთიანებებისთვის აღნიშნული განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა. გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი ორგანიზაციები არ მიესალმებიან საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, გააუმჯობესოს ის უაღრესად მძიმე ვითარება, რომელიც ამ პოლიტიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩამოყალიბდა, ვინაიდან, სწორედ, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ განხორციელებული უპასუხისმგებლო და ირაციონალური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს შეუსუსტდა ყოველგვარი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ბერკეტი მოწინააღმდეგებთან. გუშინ ჩვენ ვიხილეთ სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის ლუსტრაცია. სინამდვილეში, ყველამ კარგად დავინახეთ, რომ პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით, ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვა დროს ემიჯნებოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, სინამდვილეში მათ სატელიტ, ერთ იდეოლოგიურ ბაზისზე არსებულ გაერთიანებებს წარმოადგენენ. ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ იმ პარტიების დამოკიდებულება, რომლებიც საკუთარ თავს მოიაზრებენ „პროდასავლურებად", რადიკალურად განსხვავდება ჩვენი მთავრობის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისა და მეგობრების დამოკიდებულებისაგან, მხედველობაში გვაქვს NATO-ს გენერალური მდივანი იან სტოლტემბერგი, რომელმაც განაცხადა, რომ ის მიესალმება „საქართველოს სურვილს, ჩაერთოს დიალოგში რუსეთთან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხების მოსაგვარებლად". ამ პათოსის გამომხატველია აშშ-ის ელჩის - იან კელისა და სხვათა განცხადებები. დარწმუნებული ვართ, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ჯგუფი, პოლიტიკოსი და რაც მთავარია საზოგადოება, არანაირ ყურადღებას არ აქცევს „ნაციონალური მოძრაობის", მისი სატელიტების პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს და სრულად მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მოლაპარაკებებისა და მშვიდობის გზით კონფლიქტების მოგვარების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)