|
2018-03-16 15:14:03, 1377 ნახვა
კომენტარი
გუდაურში დაშავებულ უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს, რომელთაგან ერთი ორსულადაა, თბილისში გადმოიყვანენ
„8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა“, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან და ორ მათგანს, სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ. „საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის. 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას, 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა. გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმარების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი, ხელის ღია მოტეხილობა აქვს, ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, თბილისში გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევების შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ „იმედთან“ საუბარში. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან. შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)